Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:46 19.10.2018
იტალიაში 71 არალეგალი მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ტალიაში არალეგალი მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ბრალდებული ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს.

 

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, იტალიელმა სამართალდამცველებმა ქართველები მაშინ დააკავეს, როცა 14-მეტრიანი ნავით, იტალიის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ლეჩეს პროვინციაში ქალაქ გალაპოლში შევიდნენ და სანაპიროდან უახლოესი დასახლებისაკენ აიღეს გეზი. ნავში 71 არალეგალი იმყოფებოდა, რომლებიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, პაკისტანელები არიან.

 

როგორც Ambebi.ge წერს, კარაბინერებისა და ფინანსური პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მოხდა ნავის კონფისკაცია და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანა, სადაც ამჟამად მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

 

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, იმ კონკრეტულ მომენტში სანაპიროზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამავე ბრალდებით ეს ქართველების დაკავების მესამე შემთხვევაა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge