Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:40 19.10.2018
მოსკოვში, ქართული სიმღერების საღამოზე, ლეგენდარული ქართველი ვარსკვლავები იმღერებენ

მოსკოვში, ქართული სიმღერების საღამოზე, ლეგენდარული ქართველი ვარსკვლავები იმღერებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ქართული დიასპორის მთავარი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს:

 

"13 ნოემბერს მოსკოვში ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ექართველი ემიგრანტების  კონცერტი ელოდებათ, რომლის რეჟისორი ცნობილი ქართველი ხელოვანი - ლაშა ონიანია.

 

მსმენელის წინაშე ქართველი მუსიკალური ხელოვანების წარმომადგენლობითი კრებული წარდგება, რომელთა შორის ლეგენდარული მერაბ სეფაშვილი, თამარ გვერდწითელი და  სოსო პავლიაშვილი იქნებიან.

 

მსმენელს საკუთარი შემექმედების ჰიტებს პირადად წარუდგენენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები:  ბესიკ კალანდაძე, ნატო გელაშვილი, ანრი ჯოხაძე, სოფო ხალვაში და  დათო გომართელი.

 

საღამოს ქართული სულით გაათბობს ანსამბლი „ქართული ხმები“ და ემიგრანტებს პოზიტიურ განწობას შეუქმნიან ქართველი მომღერლები გია სურამელაშვილი, კაკული გურიელაშვილი, ნინო ჩხეიძე, თამთა ცხვიტავა და  ლიკა დოლიძე. 

 

ხოლო VEGAS SITY HALL -ში ქართული სიმღერის საღამოს დაამშვენებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი დიანა ღურწკაია,"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge