Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:16 19.10.2018
მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება

მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განუცხადა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის თქმით, როგორც სუბელიანი განმარტავს, მან აღნიშნული დაზიანებები 15 ოქტომბერს მიიღო, როდესაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია ექიმის ჟურნალშიც და იგი ამ კონკრეტულ ინციდენტში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავს. მისივე ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან საუბარი ასევე შეეხო გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებსაც და აღნიშნავს, რომ სუბელიანი მსგავს საუბრებს უარყოფს.

„მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიის სასუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, ცემა, თუმცა მას აღენიშნება დაზიაენებები ორივე ქვედა კიდურის არეში, იდაყვთან და კისრის მიდამოში, ეს იყო მცირედი სიწითლეები, რაზეც განაცხადა, რომ მან ეს დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც სუიციდის მცდელობა განახორციელა. ასევე შევამოწმე ექიმის ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერს გაკეთებულია 15 ოქტომბერს, როდესაც მან სუიციდის მცდელობა განახორციელა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge