Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:02 17.10.2018
ქერ­ჩის პო­ლი­ტექ­ნი­კურ კო­ლე­ჯში ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა თავი მო­იკ­ლა

ქერ­ჩის პო­ლი­ტექ­ნი­კურ კო­ლე­ჯში ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა თავი მო­იკ­ლა. რო­გორც რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ლი­დერ­მა სერ­გეი აქ­სი­ო­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ამა­ვე სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტია. მისი გვარია ვლადისლავ როსლიაკოვი. „სა­ვა­რა­უ­დო მკვლელ­მა თავი მო­იკ­ლა. ის 22 წლის არის და მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტია. მისი ცხე­და­რი მე­ო­რე სარ­თულ­ზე, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და მან. თუ რა მო­ტი­ვე­ბი ამოძ­რა­ვებ­და მას, ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნე­ლია. ქერ­ჩის პო­ლი­ტექ­ნი­კურ კო­ლე­ჯში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 19-მდე გა­ი­ზარ­და, და­შა­ვე­ბუ­ლია 80-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ქერჩში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას გა­მო­ძი­ე­ბამ თავდაპირველად ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა, მოგვიანებით იგი შეიცვალა მასობრივი მკვლელობით. ქერჩში დახურულია ყველა სასწავლო დაწესებულება და საბავშვო ბაღი.

 

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე უწყე­ბამ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უკვე აც­ნო­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge