Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:37 13.10.2018
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ამჯერად შინ, „დინამო არენაზე“ ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში პირველი გოლი 31-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მეორე ბურთი 84-ე წუთზე ისევ ყაზაიშვილმა გაიტანა, ხოლო გადამწყვეტი, მესამე გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ჯანკავამ დამატებით წუთებზე გაიტანა. აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა.

 

მატჩის შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე ნაკრების წევრებს გაესაუბრა და გამარჯვება პირადად მიულოცა. "დიდი მადლობა. ვიცი, რომ ქართველი გულშემატკივარი გახარებულია დღევანდელი გამარჯვებით. ჩვენ გვჭირდება ასეთი დადებითი ემოციები", - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge