Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:39 12.10.2018
"არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა წარიმართოს, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე"

არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა წარიმართოს, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.


„აშშ მხარს უჭერს და წევრია იმ ორგანიზაციების, რომლებიც აკვირდებიან არჩევნების ჩატარებას, მათ შორის ეუთო. ეუთო-ს აქ ჰყავს დამკვირვებლები. მე ვესაუბრე ეუთო-ს წარმომადგენლებს. ასევე, IRI და NDI - საქართველოში ოცი წლის განმავლობაში მუშაობენ საქართველოს ყველა პარტიასთან იმაზე, თუ როგორ ჩატარდეს სამართლიანად არჩევნები. ბევრი ორეგანიზაცია, იქნება ეს ქართული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, აკვირდება არჩევნების ჩატარებას. არჩევნების შემდეგ ისინი ანგარიშს გამოაქვეყნებენ. ეუთო-ს სტანდარტები, რომლის წევრიც საქართველოა, ნათელია: არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა წარიმართოს, დაშინებისა და ადმინისტრატიული რესურსების გამოყენების გარეშე. აშშ-ს საელჩო ასევე აქტიურად დააკვირდება არჩევნებს“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge