Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:02 11.10.2018
„მამაშენს ვთხოვე, მკაცრად არ დაგსაჯოს - ჩვენ დიდი ოჯახი ვართ და ოჯახში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ლიმიტებს არ უნდა გავცდეთ“

ხაბიბ ნურმაგომედოვი და მისი მამა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმiრ პუტინს შეხვდნენ. ვლადიმირ პუტინმა რუს სპორტსმენს კონორ მაკგრეგორთან გამარჯვება მიულოცა. "მართალია, რუსეთის სახელით არ ასპარეზობდი და ინდივიდუალურად იბრძოდი,  მაგრამ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ბედი ყველგან გვაინტერესებს. ამ სპორტში წესები არ არსებობს, მაგრამ არსებობს მორალური წესები, რომლებიც ყოველთვის და ყველგან უნდა დაიცვა. მამაშენს ვთხოვე, რომ მკაცრად არ დაგსაჯოს. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ და ოჯახში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ლიმიტებს არ უნდა გავცდეთ, მაგრამ თუ თავს გარედან დაგვესხმიან, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველამ ერთად, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ", - განაცხადა პუტინმა.


ხაბიბ ნურმაგომედოვის და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა 7 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართა.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge