Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:54 11.10.2018
ანაკლიაში საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა

2018 წლის 10 ოქტომბერს, ანაკლიაში საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართარომლის ორგანიზატორი გახლდათ კომპანია "კარტლისი". არსებულ ღონისძეიბაზე განიხილეს ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებული პრობლემები და გამოწვევი.


ღონისძიების მიზანი გახლდათ ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოში მეთხილეობის დარგში არსებულ პრობლემებ და განეხილათ მათი გადაჭრის გზები. ასევე, ფერმერებმა გაუზიარეს ერთმანეთს კომპანია "კარლისის" დახმარებით მიებული შედეგები და მიღწევები.


შეხვედრაზე იმყოფებოდნენ  სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელები, გუბერნიისა და მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალისა" და "ბაზისბანკის" წარმომადგენლები და  თხილის მწარმოებელი ფერმერები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge