Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:17 10.10.2018
„2015 წელს არანაირი პრობლემა არ არსებობდა, პრობლემები დაიწყო 2016 წლიდან“

2015 წელს არანაირი პრობლემა არ არსებობდა, პრობლემები დაიწყო 2016 წლიდან. ბანკიდან ამ თანხის გამოტანა არანაირად არ უკავშირდება თამბაქოს წარმოებას, - ამის შესახებ „ომეგა 2“-ის დირექტორმა გიორგი ქურდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიაში ყოველთვის საბანკო გადარიცხვებით მიმდინარეობდა მუშაობა და მისთვის გაურკვეველია, რატომ მოხდა თანხის ე.წ. ქეშად გამოტანა ბანკიდან 2016 წელს.

 

„ვიდრე ბატონი ლევანი გახდებოდა ჩვენი თანამშრომელი, ძალიან კარგად ფუნქციონირებდა კომპანია, თანხებიც ირიცხებოდა. მშენებლობა მიდიოდა, შენდებოდა „მაზერატის“ შოურუმი. 2015 წელს არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ეს პრობლემები დაიწყო 2016 წლიდან. ამ თანხის გამოტანა არანაირად არ უკავშირდება თამბაქოს წარმოებას. თვითონ ლევანი საუბრობს, რომ ეს თანხები საჭირო იყო იმისთვის, რომ მიმდინარეობდა რემონტი „მაზერატის“ შოურუმში და „ჯენერალ მოტორსის“ შოურუმში. ამ მშენებლობას ლევანის მხრიდან არანაირი დახმარება არ სჭირდებოდა, ჩვეულებრივად მუშაობდა კომპანია. თანხა ჩაირიცხა უშუალოს ბატონი ლევანის მოთხოვნით იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიმდინარეობდა. ეს თანხა არ იყო ჩარიცხული მშენებლობისთვის, ეს იყო იმისთვის, რომ ლევანს ეს თანხა წაეღო ქეშად და მიეტანა იქ, სადაც მიიტანა. თან ეს თანხა ირიცხება რაღაც ახალ კომპანიაზე და იქიდან გამოდის ეს თანხა, რატომ, როცა მშენებლობას სხვა კომპანია აწარმოებდა?! თან ჩვენ გადარიცხვის სისტემით ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge