Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:48 10.10.2018
„საქართველოს სასანქციო სიებმა, რომლებშიც შევიდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეები“, შესაძლოა ჩაშალოს კავკასიაში ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი თავიდან აცილების მექანიზმის მუშაობა“

საქართველოს სასანქციო სიებმა, რომლებშიც შევიდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეები“, შესაძლოა ჩაშალოს კავკასიაში ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი თავიდან აცილების მექანიზმის მუშაობა. ამის შესახებ „ტასს“-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა. მისი თქმით, ეს მექანიზმი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში 2009 წელს შეთანხმდა. „თუმცა, ქართველების პროვოკაციული განზრახვით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სასანქციო სიის შედგენით, რომლებშიც შევიდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელი, ამ მექანიზმის მუშაობა, სამწუხაროდ, შეფერხდა. ყველა მონაწილეს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, შეექმნათ საკმაოდ საგანგაშო სურათი, რადგან ქართული მხარის ასეთმა სიჯიუტემ შესაძლოა, ჩაშალოს ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი მექანიზმი. გაიჟღერა მოწოდებებმა, მათ შორის, ჩვენი მხრიდანაც თანათავმჯდომარეებისადმი, ხელი შეუწყონ კომპრომისული გზების ძიებას მისი მუშაობის აღსადგენად. მათ პირობა დადეს, რომ ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ“, - განაცხადა კარასინმა.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge