Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:53 10.10.2018
გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილეს თავზე ჩამოამხო ურნა, რომელშიც ახალგაზრდები მარცვლეულს და ნაკელს აგროვებდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესასვლელთან გამართულ საპროტესტო აქციას ინციდენტი მოჰყვა. რამდენიმე ახალგაზრდამ ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული დაყარა და გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მიზეზი მერის ორი დღის წინანდელი განცხადება გახდა, როცა თავზარაშვილმა დევნილებთან შეხვედრისას აგვისტოს ომზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი კი „ზანგად“ მოიხსენია.

 

გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მაქარაშვილი ტერიტორიის დანაგვიანების გამო დააჯარიმეს. ადმინისტრაციული შენობის წინ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავზე ჩამოამხო ურნა, რომელშიც ახალგაზრდები მარცვლეულს და ნაკელს აგროვებდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომის პარალელურად, მანველიშვილის დასჯას ითხოვენ. მომხდართან დაკავშირებით გორის მერიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge