Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:13 10.10.2018
„ეს არის ჩემი პროფესიული დისკრედიტაცია“ - არჩილ თალაკვაძის მეუღლე განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი „რუსთავი2“-ის ეთერით გასულ საგამომძიებლო ფილმს შემდეგი განცხადებით ეხმიანება.

 

„მინდა გამოვეხმაურო „რუსთავი 2“-ის, „რადიო თავისუფლებისა“ და „სტუდია მონიტორის“ ერთობლივ გადაცემას, სადაც სრულიად დაუსაბუთებლად, ნეპოტიზმის კონტექსტში მომიხსენიეს.


ქალის მიმართ აშკარად დისკრიმინაციული ეს სიუჟეტი, ასევე, არის ჩემი პროფესიული დისკრედიტაცია, ზიანს აყენებს ჩემს კარიერას და ლახავს ჩემს უფლებებს.


2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც მასმედიისა და კომუნიკაციების სფეროში ბაკალავრიატი დავამთავრე, დავიწყე სტაჟირებით და ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე არასამთავრობო ორგანიზაციებში, კერძო სექტორსა და საჯარო სამსახურში.


სამწუხაროა, როცა ვხედავ ორმაგ სტანდარტს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, სხვებს უწესებენ მაღალ სტანდარტებს”, – აცხადებს ქეთევან ბუბუტეიშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge