Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

09:41 07.10.2018
თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს გაიხსნება - ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამო და ეკომიმართულება

თბილისის მოდის კვირეული „ღვინის ქარხანა #1“-ში ჩაივლის.

 

სხვადასხვა დიზაინერი კოლექციებს საინტერესო სივრცეებში წარმოადგენს. კვირეულის გახსნა ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება, როგორც სტილის კერპს.

 

ოთხი დღის განმავლობაში მოეწყობა ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები, ღონისძიება კი ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება.

 

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით მიომდინარეობს, რომელიც საკუთარ თავზე „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტების მოწვევას იღებს საკუთარ თავზე, „აწარმოე საქართველო“ უცხოელ შემსყიდველებს, ე.წ. ბაიერებს ჩამოიყვანს, ღონისძიების აქტიური მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად.

 

 

 

ფოტო: დათუნა აგასი

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge