Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:31 06.10.2018
ქართული ანბანის კიდევ ერთი დიდი წარმატება, ამჯერად, გერმანიაში!

ხელოვნების სასახლის დირექტორი, რომელიც გერმანიაში იმყოფება, იქ მიმდინარე გამოფენის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ქართული ანბანის კიდევ ერთი დიდი წარმატება! დღეს გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა გაზეთმა Frankfurter Algemeine დიდი სტატია მიუძღვნა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში მოწყობილ გამოფენას, ექსპოზიცია, რომელიც ქართული ანბანის ისტორიას ეძღვნება და 160_ზე მეტ ექსპონატს მოიცავს, გერმანელ დამთვალიერებელში დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. სტატიის ილუსტრაციებშია ზუგდიდის დადიანების სასახლეში გადაწერილი სამართლის კრებული, რომელიც ორი წლის წინ პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა გვაჩუქა , დღეს მისი საჩუქარი განათლებულ ევროპას ქართველი ხალხის ისტორიას საუკეთესოდ წარუდგენს Tamta Chalabashvili, აქვეა პეტრე ოცხელის მიერ შექმნილი შრიფტები და აფიშები, რომლებიც უცხოელ დამთვალიერებელს გულგრილს არ ტოვებს! მადლობა ყველას ვინც ამ საქმეში გვერდით დაგვიდგა, განსაკუთრებით მიხეილ ბატიაშვილს, მიხეილ გიორგაძეს, დეა მეტრეველს, ირინა საგანელიძეს, არჩილ გელოვანს, მათი თანადგომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა!“, წერს გიორგი კალანდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge