Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

02:34 05.10.2018
Nestle „ბორჯომის“ ყიდვას აპირებს

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს:  

 

"ბორჯომი" ხელიდან ხელში გადადის - მისი ყიდვაზე თურმე მოლაპარაკებას Nestle და Coca-Cola აწარმოებენ. „ალფა-ჯგუფი“, რომელმაც 2013 წელს ბორის ბერეზოვსკის ფონდიდან და ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებიდან მინერალური წყლის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია IDS Borjomi იყიდა, დღეს მზადაა ამ ბიზნესს დაემშვიდობოს. როგორც გაზეთ «КоммерсантЪ»-ისთვის გახდა ცნობილი, „ბორჯომის“ მიმართ ინტერესს ამჟღავნებს Coca-Cola, თუმცა ყველაზე რეალური მყიდველი შეიძლება Nestle გახდეს. ექსპერტების აზრით, გარიგება 630 მილიონი დოლარი ჯდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge