Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:56 02.10.2018
ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება.

 

„ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დაკავებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - აცხადებენ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

 

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ყველაფერი კეთდება მაია ოთინაშვილის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge