Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

01:07 30.09.2018
„ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მითუმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ“

პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. ეს არის შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მითუმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge