Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:32 29.09.2018
რუსული ესტრადის 7 უმდიდრეს მომღერალს შორის ორი ქართველია - რა თანხას გამოიმუშავებენ ქართველები მოსკოვში

რუ­სე­თის შვიდ ყვე­ლა­ზე მდი­დარ მუ­სი­კოსს შო­რის ორი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ვარ­სკვლა­ვია. პორ­ტა­ლის skolkozarabatyvaet.ru მო­ნა­ცე­მე­ბით, ესტრა­დის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გრი­გო­რი ლეპ­სია, რო­მე­ლიც 12.3 მლნ დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობს.

 

ლეპსს კა­პი­ტა­ლი მხო­ლოდ სიმ­ღე­რის წყა­ლო­ბით არ და­უგ­რო­ვე­ბია - ის ფლობს მზის სათ­ვა­ლე­ე­ბის მა­ღა­ზი­ებს, კა­რა­ო­კე ბა­რებს, აქვს არა­ერ­თი სხვა მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სი.

 

ამა­ვე პორ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ლეპ­სის ჰო­ნო­რა­რი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 90-100 ათას ევ­როს შე­ად­გენს.

 

კი­დევ ერთი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მდი­დარ შვი­დე­ულ­ში შე­ვი­და, ვა­ლე­რი მე­ლა­ძეა - 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლი მომ­ღე­რა­ლი სი­ა­ში მე­ხუ­თე ად­გილს იკა­ვებს. მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გარ­და, მე­ლა­ძეს ასე­ვე აქვს სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სი, არის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი, ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის პრო­დი­უ­სე­რი... ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ძმას­თან, კონ­სტან­ტინ­თან ერ­თად რუ­სუ­ლი ესტრა­დის ფი­ნან­სუ­რად ყვე­ლა­ზე შეძ­ლე­ბულ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის არის.

 

მე­ლა­ძის ჰო­ნო­რა­რი სა­ათ­ში 55 ათას ევ­როს შე­ად­გენს.

 

ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან მომ­ღერ­ლებს შო­რის არის თა­მარ გვერდწი­თე­ლიც, რომ­ლის ჰო­ნო­რა­რი 40-50 ათა­სი ევ­როა.

 

„ფორბსის“ სი­ა­ში ვერ მოხ­ვდა სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, თუმ­ცა მისი ქო­ნე­ბა საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია. პავ­ლი­აშ­ვი­ლის ნახ­ვა კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე, ბოლო პე­რი­ოდ­ში, იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში მას­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან დი­დია და ამა­ში ის სო­ლი­დურ ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც იღებს.

 

ამას გარ­და, პავ­ლი­აშ­ვილს აქვს სა­კუ­თა­რი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ა­ნია. თა­ვად მუ­სი­კო­სი ამ­ბობს, რომ ის ქარ­ხნის თა­ნამ­ფლო­ბე­ლია და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნოს აწარ­მო­ე­ბენ.

 

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე კი­დევ ერთ პო­პუ­ლა­რულ ქარ­თველს ქეთა თო­ფუ­რი­ას, პორ­ტა­ლის skolkozarabatyvaet.ru ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯგუ­ფი А’Студио, რომ­ლის სო­ლის­ტიც თო­ფუ­რი­აა, ჰო­ნო­რა­რის სა­ხით 30 ათას ევ­როს იღებს. ჯგუ­ფი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან მუ­სი­კა­ლურ კო­ლექ­ტი­ვებს შო­რის არის.

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge