Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:47 26.09.2018
ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება

ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება და 18 ნოემბრამდე გასტანს. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც დღემდე ევროპაში მოწყობილა. 170-მდე უნიკალური ექსპონატი ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებსა და რარიტეტულ გამოცემებს აერთიანებს:- კოლექციაშია ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გელოვანის კუთვნილი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები. გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით იმართება, გამოფენის კურატორები არიან ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ოფენბახის შრიფტის მუზეუმის დირექტორი შტეფან შოლტეკი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge