Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

22:07 22.09.2018
კანაფის თემაზე სასაუბროდ ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. საპატრიარქოში შესვლამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა კანაფის შესახებ საკითხიც იქნებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, გაიწვევს თუ არა მთავრობა პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია-წარმოების შესახებ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: „საკითხის განხილვა შეჩერებულია. შეჩერება არის შეჩერება, გაწვევა არის გაწვევა“.
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიიღეს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge