Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:22 13.09.2018
„მთელმა ზუგდიდმა იცის, ლაშა გოგიამ, ყოფილმა გუბერნატორმა შონიამ და მხედრიონის სხვა ლიდერებმა პალერმოდ გადააქციეს სამეგრელო“

ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას მმართველ პარტიაში ირაკლი კობახიძე მფარველობდა, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ განაცხადა, რომელიც ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას გადადგომას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა. „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას განცხადებას „თავისუფალი საქართველო“ პარტიის ვებგვერდზე აქვეყნებს:

 

„მმართველი პარტიის ლიდერები „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიან, თითქოს დღეს აღმოაჩინეს ლაშა გოგიას კორუმპირებულობა, მაშინ, როცა მთელმა ზუგდიდმა იცის, ლაშა გოგიამ, ყოფილმა გუბერნატორმა შონიამ და მხედრიონის სხვა ლიდერებმა - პალერმოდ გადააქციეს სამეგრელო ბოლო წლების განმავლობაში. „თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის კომიტეტი წლების მანძილზე მეთოდურად ითხოვდა ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციული საქმიანობით საგამოძიებო ორგანოების დაინტერესებას, თუმცა უშედეგოდ. 2017 წლის საარჩევნო კამოპანიისას ჩვენ კიდევ ერთხელ მოვთხოვეთ ხელისუფლებას საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქის მერის პოსტზე ახალაიას კადრის - გოგიას კანდიდატურის წარდგენა, თუმცა მაშინ მას მფარველობას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უწევდა. დაუჯერებელია ისიც, რომ მრავალმილიონი კორუფციიდან, რომელსაც კურირებდა გოგია, ზუგდიდიდან წილი არ იგზავნებოდა თბილისში. გამოძიება უნდა წარიმართოს არა მხოლოდ ლაშა გოგიას ეპიზოდზე, არამედ იმ კორუფციული ჯაჭვის წინააღმდეგ, რომელიც იწყება ზუგდიდში და მთავრდება თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge