Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:39 13.09.2018
"აღტაცებულები ვართ საქართველოს ახალი მთავრობის ამბიციური გეგმებით, შექმნან საზღვაო ჰაბი"–მარკ ონილი

„აღტაცებულები ვართ საქართველოს ახალი მთავრობის ამბიციური გეგმებით, შექმნან საზღვაო ჰაბი ბათუმში. ჩვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებს, რომ დავეხმაროთ თქვენს მთავრობას იმაში, რაც შეგვიძლია, რათა მან განახორციელოს ეს ამბიციური მიზნები. ბათუმში ყოფნით და ამ ფორუმის მიმდინარეობით ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს აბსოლუტურად მიღწევადია," - განაცხადა კომპანია „კოლუმბია შიფმენეჯმენტის" პრეზიდენტმა მარკ ონილმა, რომელიც ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობს.

 

„1999 წლიდან მოყოლებული ჩვენი ურთიერთობები მყარდება. 112 უფროსი რანგის ოფიცერი და 700 მეზღვაურია ჩვენთან დასაქმებული. ჩვენ მომავალში კიდევ უფრო გვინდა ამ ურთიერთობის გამყარება და გაფართოება," - განაცხადა მარკ ონილმა.

 

საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს  იმართება. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge