Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:15 13.09.2018
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით,  რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.


შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.


სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით  დატოვეს დაკავებული თანამდებობები  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ.


გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.


„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია."–ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge