Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:14 07.09.2018
პატიმრისა და შვილის ემოციური შეხვედრა - ციხეში ექსკურსიაზე მყოფმა მოსწავლემ საკუთარი მამა იპოვა

სას­კო­ლო ექ­სკურ­სია ტა­ი­ლან­დის ცი­ხე­ში ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ერთ-ერთი მოს­წავ­ლის­თვის და პა­ტიმ­რის­თვის. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ბიჭ­მა პა­ტიმ­რებს შო­რის სა­კუ­თა­რი მამა შე­ნიშ­ნა.

ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია Jam Banjeud Rayong იყო, რო­მე­ლიც სკო­ლე­ბის­თვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და რეკ­რე­ა­ცი­ულ ექ­სკურ­სი­ებს უზ­რუნ­ველ­ყოფს. გუნ­დის ლი­დე­რის არომ ხუნ­მო­უნ­გის თქმით, ცი­ხე­ში ვი­ზი­ტის დროს და­ი­ნა­ხა, რომ ერთ-ერთი მოს­წავ­ლე სევ­დი­ა­ნი იდგა და თვალს არ აშო­რებ­და პა­ტი­მარს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი ბი­ჭის სა­ხე­ზე ცრემ­ლე­ბი შე­ნიშ­ნა, მას­თან ერ­თად პა­ტი­მა­რიც ატირ­და. მას­წავ­ლებ­ლის თხოვ­ნა­ზე, აეხ­სნა რა ხდე­ბო­და, ბიჭ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტი­მა­რი მისი მამა იყო.

მას შემ­დეგ, რაც მამა-შვილს ერ­თმა­ნეთ­თან მი­ახ­ლო­ე­ბის ნება მის­ცეს, კაც­მა ბიჭი ჩა­ი­ხუ­ტა.

„ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ... მე­ნატ­რე­ბი. რო­დე­საც ცი­ხეს დავ­ტო­ვებ, კარ­გი ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი. გთხოვ, კარ­გი ბიჭი იყა­ვი შენც, შვი­ლო...“ - სთხო­ვა შვილს.

ამის შემ­დეგ კი, მა­მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა ბავ­შვმა ტრა­დი­ცი­უ­ლი ტა­ი­ლან­დუ­რი ჟეს­ტით გა­მო­ხა­ტა - მუხ­ლებ­ზე დად­გა და მა­მას ფე­ხებ­ზე ემ­თხვია.

არო­მის თქმით, ბიჭი უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი იყო მა­მას­თან შეხ­ვედ­რით, თუმ­ცა და­ნა­შა­უ­ლი­სა და სას­ჯე­ლის ვა­დის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პოს­ტში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge