Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

10:51 07.09.2018
სად იკარგება ხშირ-ხშირად ეკონომიკის მინისტრი? - გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ

"ეკონომიკის ახალ მინისტრს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. 2 თვეში 3 შვებულება, რითაც გიორგი ქობულიამ ყურადღება მიიპყრო, საზოგადოებამ ძალიან მწვავედ მიიღო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სისტემურ კრიზისს განიცდის, რის ფონზეც ეკონომიკის მინისტრის დაუსრულებელი შვებულებები უამრავ კითხვას აღძრავს. როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ეკონომიკის სამინისტრო სრულფასოვნად მუშაობს, როდესაც გააკეთა კომენტარი ჟურნალისტის შეკითხვაზე მთავრობის სხდომის დაწყების წინ. ეკონომისტების უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ახალბედა მინისტრი ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობს, რაც მას უპასუხისმგებლო პიროვნებად წარმოაჩენს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქობულიას არც მუშაობა აინტერესებს და არც პასუხისმგებლობა" / სად იკარგება ხშირ-ხშირად მინისტრი?"


"მოკლე პერიოდში რამდენჯერმე შვებულებაში ყოფნა არ არის კატასტროფა, თუ სისტემს მეტ-ნაკლებად ნორმალურად მუშაობს. აქ ჩნდება სხვა - თავად ამ ადამაინის დამოკიდებულების პრობლემა სახელმწიფო სამსახურის მიმართ - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის მთავარი არის რეპუტაცია და საზოგადოების თვალში პასუხისმგებლობის მქონე მოღვაწის განცდის გაჩენა. ქობულია ასეთი საქციელი მიგვანიშნებს, რომ მას არ აწუხებს ეს თემები, რაც მძიმე დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს.. არ მგონია, მინისტრის საქციელი სწორი იყოს - ობიექტური მიზეზი თუ არსებობს, მეტი დასაბუთებაა საჭირო - უნდა იცოდეს საზოგადოებამ მინისტრის რას აკეთებს და რატომ აკეთებს... პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულება არის ანგარიშვალდებულება და მუშაობა. ქობულია თავისი ქმედებით გვიჩბენებს, რომ არც ერთი აინტერესებს და არც - მეორე. ელემენტარულად, უნდა განაცხადოს, რომ წუხს, რადგან ასე სისტემატურად უწევს შვებულებაში წასვლა, მაგრამ იგი აგდებულად ექცევა საზოგადოებას და სწორედ ესააა პრობლემა", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

 

"დღეს ეკონომიკა უკიდურესად მძიმე ვიტარებაში და სისტემურ კრიზისს განიცდის - მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა გადიოდნენ შვებულებაში და დღე და ღამე უნდა მუშაობდნენ... ახალმა პრემიერ- მინისტრმა მთავრობის სათავეში მოსცვლამდეც და მე შემდეგშიც ბევრი კარგი ილაპარაკა, მაგრამ ჯერჯერობით ქმედებებზე არ გადასულა. რაც შეეხება ქობულიას პერსონას და მის დამოკიდებულებას თავისი თანამდებობის მიმართ, ეს აშკარად დამაფიქრებელია.... ეკონომიკის მინისტრის სამუშაო დღეებს ვერ დავითვლი, მასგრამ ცხადია, ია ამჯამად საქმის აწყობუს პრიცესში უნდა იყოს. საეჭვოა, მოკლე პერიოდშუ უკვე ისე კარგად აეწყო საქმე, რომ ავრომატურა რეჟიმში შვებულებაში გაეშვათ. ჩვენ არ გვაქვს ისე საქმე აწყობილი, რომ ეკონომიკის მინისტრის მხრიდან 2 თვეში 3 შვებულება ნორმალურ ფაქტად ჩავთვალოთ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი.

ავტორ(ებ)ი :