Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:19 06.09.2018
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 200–მდე გაიზარდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდ ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება.

 

ტელეარხის ინფორმაციით, დაშავებულია 200 ადამიანი, ხოლო 30 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

 

გუშინ იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ საპოროდან 60 კილმეტრის დაშორებით იყო.

 

ზოგიერთ რაიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გასცა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა და ხელისუფლება ზიანის შეფასებას ახორციელებს.

 

მაშველები ასევე განაგრძობენ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის ოპერაციას.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge