Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:25 03.09.2018
"არსებობს ქვეყნების მცირე ჯგუფი, რომელსაც დიალოგი არ სურს - მათ სათავეში აშშ დგას"

საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ს დიპლომატიისა და დიალოგის ნაცვლად ულტიმატუმების და შანტაჟის გამოყენება სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

„არსებობს ქვეყნების მცირე ჯგუფი, რომელთა სათავეში აშშ დგას და რომელსაც დიალოგი არ სურს. ამ ჯგუფს დიპლომატიის ნაცვლად დიქტატის, ულტიმატუმებისა და შანტაჟის გამოყენება სურს. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. ირანის ბირთვული პროგრამა, პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ, შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ჩრდილოამერიკული ზონის შესახებ - ისინი ყველაფრის გადასინჯვას ცდილობენ. ახლა საფრთხე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასაც დაემუქრა, ვინაიდან ვაშინგტონი მას მოძველებულ ორგანიზაციას უწოდებს“, - განაცხადა ლავროვმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge