Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:59 03.09.2018
სენატორი მაკკეინი სამხედრო პატივით დაკრძალეს

სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალეს. მედიის ინფორმაციით, სენატორი სამხედრო პატივით დაკრძალეს. სენატორი მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

მაკკეინთან გამოსამშვიდობებლად ვაშინგტონში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, მაღალჩინოსნები, ბიზნეს და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ასევე იმყოფებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული დელეგაციები, მათ შორის საქართველოს დელეგაცია.

 

სენატორის სურვილის გათვალისწინებით, დაკრძალვაზე არ მიუწვევიათ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge