Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:05 01.09.2018
„კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია“

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

„ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. შეხვედრის სხვა დეტალები, გარდა იმისა, რაც ინტერნეტ–მედიაში ვრცელდება, ჩვენთვის უცნობია. შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა. 



შეგახსენებთ, რომ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესმდივანმა ევსტრატი ზორიამ მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ რუსეთის პატრიარქ კირილეს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge