Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:00 06.08.2018
ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

ალბერტ ანიშტაინი - ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ცნობილი ფაქტია, რომ მას ისრაელის პრეზიდენტობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა.

 

 

 

image

ტუპაკ ამარუ შაკური იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი. 2007 წლისათვის გაყიდული იქნა მისი 75 მილიონზე მეტი ალბომი, რითაც ტუპაკი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. ჟურნალმა Rolling Stone ტუპაკი ყველა დროის შემსრულებელთა სიაში 86-ე ადგილზე დაასახელა. ტუპაკის სიმღერების ძირითადი თემაა ძალადობა და რთული ცხოვრება ქალაქში, რასიზმი, სოციალური პრობლემები და კონფლიქტები სხვა რეპერებთან აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის ჰიპ-ჰოპ დაპირისპირების პერიოდში.

 

image

მარტინ ლუთერ კინგი იყო გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მის გამოსვლებში ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა – იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები. კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.

 

image

ალფონს გაბრიელ კაპონე, ანუ ალ კაპონე იყო განთქმული ამერიკელი განგსტერი, რომელიც ჩიკაგოს ტერიტორიას აკონტროლებდა 1920-30-იან წლებში. ავეჯის ბიზნესის საფარით დაკავებული იყო ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და სუტენერობით. დროთა განმავლობაში აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა.

 

image

ფრედი მერკური ლეგენდარული ჯგუფის, Queen-ის სოლისტი იყო. მერკური ძირითადად გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. ფრედი მრავალმხრივი ნიჭიერებით გამოირჩეოდა. ის არ იყო მხოლოდ მომღერალი და საოცარი ხმის პატრონი. ის მთლიანად, როგორც პიროვნება ნიჭიერების განსახიერება იყო... ის ლეგენდა იყო.. აღსანიშნავია, რომ ფრედის ჰობი მუსიკასთან ერთად ხატვაც გახლდათ. გავიხსენოთ ერთ-ერთი ინტერვიუ ფრედისთან, როცა მას ჟურნალისტი ეკითხება: -ვინ არის ყველაზე მაგარი როკ ჯგუფი? ფრედი პასუხობს: -რა თქმა უნდა ჩვენ სხვა ვინ უნდა იყოს, ჩვენ ვართ მეფეები... ჟურნალისტი იმწამსვე ერთვება და ეკითხება: -და ბითლზი???!!! ფრედი კი ამბობს შემდეგს: -ბითლზი? შენ რა, ღმერთებზე მეკითხები?

 

image

ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ერის სულიერი ლიდერი იყო. მისი სახელი ინდოეთში წმინდანების მსგავსი პატივითაა მოსილი. ის მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავის ქვეყანაში მძვინვარე რელიგიური რეპრესიებისა და ძალადობის წინააღმდეგ, სიცოცხლის ბოლოს კი ამავე ძალადობის მსხვერპლი გახდა. განდისა და მისი სწავლების გარეშე დღევანდელი მსოფლიო სხვაგვარი იქნებოდა. არ იქნებოდა აფროამერიკული ბრძოლის მედროშე მარტინ ლიუთერ კინგი, არც საბჭოთა დისიდენტური მოძრაობა იარსებებდა, ვერც პოლონური „სოლიდარობა“ შეაზანზარებდა აღმოსავლეთ ევროპას და ბერლინის უმტკიცესი კედლის დანგრევაც უაღრესად გაჭირდებოდა.

 

image

MARTIN COOPER - ადამიანი რომელმაც შექმნა ტელეფონი.





image

მერილინ მონრო - ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. მერილინ მონროს ყველაფერი ჰქონდა, რაზეც შეიძლება ქალმა იოცნებოს – პოპულარულობა, უზომოდ წარმატებული კინო-კარიერა, მილიონობით თაყვანისმცემელი (ქვეყნის პრეზიდენტთან რომანიც), ფული, ძვირფასეულობა, მდიდრული ტანსაცმელი და რა თქმა უნდა, არანაკლებ მდიდრული ავტომობილები…

 

image

მაიკლ ჯექსონი იყო ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ კერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. იგი შეყვანილი იქნა ცეკვის დიდების დარბაზში როგორც პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მოცეკვავე პოპისა და როკ-ენ-როლის სამყაროდან. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს შორის არის: გინესის მსოფლიო რეკორდები, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო. მაიკლი ასევე იყო ცნობილი ფილანტროპი და ჰუმანისტი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და მილიონობით აშშ დოლარით უზრუნველყოფდა რამდენიმე ათეულ ფონდს. ასევე ათეულობით მილიონ დოლარს ანონიმურად გადასცემდა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებს და დროის დიდ ნაწილს უთმობდა მძიმედ დაავადებული ბავშვების მონახულებას.

 

image

სტივ ჯობსი იყო კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. რომლის პროექტებსაც მიეკუთვნება iMac, iBook, iPod დაiPhone.სტივ ჯობსს ერთი უცნაურობა ახასიათებდა (გარდა სხვა მრავალისა). მის ვარცხლისფერ Mercedes-Benz SL55 AMG-ზე არასოდეს მიუმაგრებია სანომრე ნიშნები. და მართალია ჩვენ კვლავ არ ვიცით რატომ, მაგრამ ის მაინც ვიცით, თუ როგორ ახერხებდა ის ამას. რასაკვირველია, უნომროდ მგზავრობა — კანონის დარღვევაა და სტივს უკვე დიდი ხანია უნდა მიეპყრო კალიფორნიელი „პატრულის“ ყურადღება, არა? არა. როგორც გაირკვა, ჯობსმა იპოვნა „ხვრელი“ ადგილობრივ კანონმდებლობაში, რასაც იყენებდა კიდევაც. კერძოდ, ახალი მანქანის მფლობელი ვალდებულია შეძენიდან 6 თვეში დაამაგროს ნომრები ავტომობილზე. და რას აკეთებდა სტივი? ის მოელაპარაკა სალიზინგო კომპანიას და ყოველ ექვს თვეში იცვლიდა მანქანას ზუსტად ისეთივეზე. ამის შესახებ მოგვითხრო Apple-ის უსაფთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ჯონ კალასმა.
გასაგებია, რომ სალიზინგო კომპანიისათვის ასეთი კლიენტი ფრიად სასურველია. ხოლო თუ რატომ აკეთებდა სტივი ამას, ეს უკვე სამუდამოდ საიდუმლო დარჩება.

 

image

აბრაამ ლინკოლნი - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861-1865 წლებში. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში - ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება. ის აშშ-ის ოთხ მოკლულ პრეზიდენტს შორის პირველი იყო. მეცნიერების მიერ იგი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული.

 

image

ბრუს ლი - ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი. რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ ერთი მიმდინარეობის ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი. ის არის მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. იგი გადაღებულია 36 ფილმში.

 

image

Nelson Mandela - იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. იგი 27 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში. 1990 წელს ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი ზომიერისაკენ, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას. მას ასევე ნობელის პრემია აქვს მიღებული მშვიდობის დარგში.

 

image

ვოლფანგ ამადეუს მოცარტი იყო ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის. მან მუსიკის წერა დაიწყო 5 წლის ასაკიდან და შექმნილი აქვს 600-მდე ნაწარმოები.




ისააკ ნიუტონი - ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასთან. მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. ასევე ის იყო მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიგონა ტელესკოპი.

 

image

ვოლტ დისნეი არის დამფუძნებელი ეპონიმური კორპორაციისა. მისი სტუდიის მიერ არის წარმოებული ყველაზე პოპულარული საბავშვო მულტიპლიკაციური ფილმები მთელ მსოფლიოში. 1940-იანი წლებში ჩიკაგოში მგზავრობისას დისნეი ხატავდა გასართობი პარკის ჩანახატებს, სადაც იგი გეგმავდა საკუთარ თანამშრომლების ოჯახებთან ერთად დრო და დრო დასვენებას. ოუკლენდში საბავშვო პარკის ვიზიტისას მას საკუთარი პარკის იდეა ეწვია. თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო სტუდიის სამხრეთით მდებარე მცირე ფართი. მაგრამ შემდგომში, ეს კონცეფცია იქცა Disneyland -ად. უოლტი ამ საკითხზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

 

 

ელიზაბედ I - მისი მმართველობის წლებს ისტორიკოსები უწოდებენ ინგლისის "ოქროს ხანას" რაც ძირითადად დაკავშირებულია კულტურის აყვავებასთან და ინგლისის როლის ზრდასთან მსოფლიო არენაზე. რამოდენიმე წარუმატებელი და ზოგიც პოლიტიკიდან გამომდინარე საჭირო ურთიერთობების გამო ქორწინების გარეშე მეტსახელად ქალწული-დედოფალი შეარქვეს - The Virgin Queen. ელისაბედის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ ტიუდორების დინასტია შეწყდა.

 

image

ანა ფრანკი ებრაელი გოგონა იყო, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში ოჯახთან ერთად თავს ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში - სამალავში აფარებდა. იგი ამ ყველაფრის შესახებ წერდა დღიურში, რომელიც დღეს განთქმულია, როგორც "ანა ფრანკის დღიურები" - დოკუმენტი, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. ანა დაიღუპა 15 წლის ასაკში.



image

იური გაგარინი რუსი კოსმონავტი მფრინავი და პირველი ადამიანი იყო, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. 1968 წელს საწვრთნელი ფრენის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

 

image

ბილ გეითსი კომპანია ”Microsoft” ხელმძღვანელი და დამფუძნებელია. ბილ გეითსი და მისი მეუღლე ასევე დაკავებულები არიან ქველმოქმედებით, მათ 28.8 მილიარდი დოლარი გადარიცხეს მსოფლიოს ჯანმრთელობისა და განათლების ფონდში.

 

Ernesto Che Guevara - საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“, ან „ელ ჩე“ იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. ჩე გევარა ფიდელ კასტროს მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში მთავრობის გადატრიალება მოახდინა. ეს პორტრეტი 1960 წლიდან არსებობს La Coubre Memorial Service მემორიალზე ფოტოგრაფი - Alberto Korda

 

image

ინგლისს არსოდეს არ ჰყოლია ისეთი სამარცხვინო მეფე, როგორიც იყო Henry VIII. მან შექმნა ე.წ. ინგლისური ეკლესია, მხოლოდ იმისათვის, რომ განქორწინებულიყო პირველ მეუღლესთან, რადგან რომის პაპი არ აძლევდა კურთხევას. სულ ჰყავდა 6 ცოლი. Hans Holbein იყო მისი სამეფო კარის პირადი მხატვარი, ეს სურათი ერთ-ერთია მისი ნამუშევრებიდან, 1536 წელს შესრულებული.



image

ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი. მას შემდეგ რაც ჰიტლერი გახდა უდავო პოლიტიკური ლიდერი, მრავალი სამხედრო მოქმედებების ჩატარების შედეგად იქცა გერმანიის ფიურერად. მისმა შეხედულებებმა გერმანიის გაერთიანების შესახებ თითქმის მთელი გერმანიის ელექტორატი მოიცვა, თუმვა ბნელი მხარე მისი ფარული განზრახვებისა, რომელსაც მოჰყვა II მსოფლიო ომი გერმანია მიიყვანა განადგურებამდე თავად ჰიტლერმა კი აბსოლიტური კრახი განიცადა .

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge