Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:02 31.07.2018
ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა - „ინფარქტს გადავურჩით“

ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა. ქალაქში ჭორი გავრცელდა, რომ მომღერალი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში „ვივამედი“ მიიყვანეს. „პრაიმტაიმი“ მომღერლის დას, მაგდა ჯოხაძეს დაუკავშირდა.

 

მაგდა ჯოხაძე:

- მაგდა, ანრის ამბავი გვაინტერესებს, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანესო, გავიგეთ...

- უგონო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ კლინიკაში მოვხვდით. ანრის მოციმციმე არითმია აქვს. უძილობის და გადაღლილობის ფონზე ისევ პროვოცირდა ორგანიზმი. საბედნიეროდ  დროულად  მივედით კლინიკაში. დასტაბილურდა, ახლა კარგად არის. მთავარია, ინფარქტს გადავრჩით. 3 თვის წინ იწვა იგივე დიაგნოზით. ახლა გადაღლილობაზე გაუმეორა.

- სამსახურში გახდა ავად?

- არა. სახლში. რამდენიმე ღამე გადააბა. კლიპს ამონტაჟებდა. უძილო იყო. ინტენსიურ განყოფილებაში იწვა სამი დღე, სანამ არ დასტაბილურდა მდგომარეობა. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას. 

- ჯანმრთელობას გისურვებთ. ველოდებით კლიპის პრემიერას.

- დიდი მადლობა. აუცილებლად მოგიწვევთ. სუპერ კლიპი გამოდის. უბრალოდ ეს რომ რამეს აკეთებს, არც ძილი ახსოვს, არც ჭამა, არც  სამყარო. დაშოკილი ჰყავს ორგანიზმი.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge