Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:38 25.07.2018
"ყველაზე უკეთ შურიანი ადამიანის თვალები ხედავენ"

ერთხელ ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი თვალები ხედავენო უკეთესად: შავი თუ ნაცრისფერი, კაცის თუ ქალის, ადამიანის თუ პირუტყვის? მან უპასუხა: ყველაზე უკეთ შურიანი ადამიანის თვალები ხედავენ. ისინი ხედავენ ყველაფერს: ახლოს ყველაზე უმცირესს, და იმასაც, რაც შორსაა; მხოლოდ ერთს ვერ ხედავენ – კარგს, და თუ დაინახავენ, ცრემლით აივსებიან და შეეცდებიან, ვერ იხილონ, თითქოს თავისით უნებურად იხუჭებიან. როგორც გინდა დაიმალე, ჩაიკეტე, განეშორე, შენს საცხოვრებელში დადუმდი, გაიქეცი განმარტოებაში, უდაბნოში – შურიანის თვალები იქაც დაგეწევიან და დაინახავენ, რას აკეთებ.

 

შურიანს თითქოს ერთგვარი სამზერი მილები აქვს, რომელთა საშუალებითაც ძალიან შორს ხედავს. სად იპოვი ისეთ კაცს, თუნდაც ყველაზე კეთილისმყოფელსა და წმინდას, რაიმე ბიწი რომ არ ჰქონდეს? მხოლოდ ღმერთია უცოდველი და უბიწო. „გამკიცხველი ეხება არა მარტო მრავალს, არამედ საუკეთესოებსაც, რადგან მხოლოდ ღმერთია სრულიად უდანაშაულო და ვნებებისთვის მიუწვდომელი“, ამბობს ღვთისმეტყველი. მაგრამ შურიანის თვალები ადამიანებში უმცირეს მანკიერებებსაც ამჩნევენ, ისეთებსაც კი, რომლებიც მათში არასოდეს ყოფილა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge