Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:37 21.07.2018
როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში მწერების, ქვეწარმავლებისა და სეზონური დაავადებებისაგან - ექიმები გვირჩევენ
ზაფხულობით დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა პროფილაქტიკური ღონისძიებებია, რომლებიც მარტივი, იაფი და ყოველი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია. მწერების დასაფრთხობად სპეციალური საშუალებები - რეპელენტები გამოიყენება, მათ გასანადგურებლად კი - ინსექტიციდები.

რეპელენტების ხმარების წესები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ - არასწორი ექსპლუატაციის ან მაღალი კონცენტრაციით გამოყენების შედეგად შესაძლოა ნერვული სისტემა, ღვიძლი ან თირკმელები დავი-ზიანოთ. ოთახში, სადაც 3 წლამდე ასაკის პატარები იმყოფებიან, რეპელენტების გამოყენებას არ გირჩევთ. რაც შეეხება მოზრდილებს, მათთვის მწერების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალე-ბების გამოყენება ნებადართულია ნებისმიერი ფორმით, კანზე წასმა იქნება ეს, ოთახში აეროზოლის სახით გაშვება თუ კვამლის ხრჩოლება.

 

ბუზებმა თავი რომ არ მოგაბეზრონ

პედიკულოზის საწინააღმდეგოდ


თანამედროვე ფარმაკოლოგიური მრეწველობა პედიკულოზის საწინააღმდეგო უამრავ პროფილაქტიკურ თუ სამკურნალო საშუალებას გვთავაზობს. ისღა დაგვრჩენია, ამ არსენალიდან მაქსიმალური ეფექტის მქონე საშუალება შევარჩიოთ. კარგი იქნება, შინ ყოველთვის იქონიოთ ტილების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საპონი. გამოგადგებათ ჩვეულებრივი ღვინის 3-%-იანი ძმარიც - იგი პატარას დაბანის შემდეგ უნდა გადაავლოთ თმაზე. ძმარი აზიანებს და შლის წილის ქიტინოვან საფარველს, რომლითაც იგი თმის ღერს ემაგრება. ასე რომ, დაუპატიჟებელ სტუმარს პატარას თმაში ინტენსიური გამრავლების საშუალება აღარ მიეცემა.

 

მუნის პროფილაქტიკა


  • დაავადებულის დაუყოვნებლივ მკურნალობას, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.
  • დაავადებულის თეთრეულისა და ტანსაცმლის დეზინფექციას.

მიზანშეწონილია დაავადებულის იზოლაცია მკურნალობის დასრულებამდე.
მუნის ტკიპას სეზონური აქტიურობა და პასიურობა არ ახასიათებს. მისი გააქტიურება უფრო მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება, რაც ზაფხულობით განსაკუთრებით ხშირია, ამიტომ მუნის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება წელიწადის ამ დროს უნდა მივაქციოთ.

 

ქვეწარმავლები რომ არ მომრავლდნენ


  • საგულდაგულოდ დაასუფთავეთ საცხოვრებელი ადგილები.
  • შენობების ირგვლივ 15-20 მეტრის რადიუსზე აუცილებლად მოთიბეთ ბალახი.
  • ქვეწარმავლები მღრღნელებით სავსე ადგილებს ეტანებიან, ამიტომ ებრძოლეთ ვირთხებს.
  • აუცილებელია ორმოებისა და წყლით სავსე თხრილების ამოვსება და ამოშრობა.
  • გულგრილად ნუ ჩაუვლით დატბორილ სარდაფებს, სამშენებლო მასალების გროვებს, დიდი ხნის მანძილზე დაუსუფ¬თავებელ სანაგვე ბუნკერებს. მათი აღმოჩენისას დროულად მიმართეთ სათანადო უწყებებს, რომლებსაც მათი ლიკვიდაცია ავალიათ.

მწერის კბენის თავიდან ასაცილებლად


1. ნუ ისეირნებთ ფეხშიშველი ბაღებსა და ბოსტნებში.
2. ნუ მოკრეფთ ხილსა და ყვავილებს ისეთი ადგილებიდან, რომლებიც ხშირი აყვავებული ტოტებითა და ტკბილი ნაყოფით არის დაფარული - გამორიცხული არ გახლავთ, იქ რომელიმე აგრესიულ მწერს ჰქონდეს ბუდე.
3. გახსოვდეთ: ბზიკისა და კრაზანის მოკვლისას დაზიანებული შხამიანი ტომსიკიდან გამოიყოფა ქიმიური ნივთიერება, რომლის სუნს მოკლულის თანამოძმეები უმალვე შეიგრძნობენ და გაშმაგებულნი მიიწევენ "ბრძოლის ველისკენ". ასე რომ, მაშინვე მოსცილდით "მკვლელობის" ადგილს, თორემ დაღუპულის მეგობართა იერიშის მოგერიება მოგიწევთ.
4. იქ, სადაც ბევრი მწერია, გამოიყენეთ რეპელენტები, ატარეთ გრძელსახელოიანი ზემოთა ტანსაცმელი და გრძელტოტებიანი შარვლები.
5. საღამოობით ნუ გააღებთ ფანჯრებს, თუ ოთახში სინათლე გინთიათ - ეს მწერებს იზიდავს.
6. შინ და აგარაკზე სავენტილაციო მილებსა და ფანჯრებზე ნუ დაგავიწყდებათ დამცავი ბადეების აკვრა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge