Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:04 14.07.2018
წარმომიდგენია, რა გაბრაზებული იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ორი დღე ატყუებდა მისივე დანიშნული კადრები თბილისის პოლიციიდან

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ეხმაურება კოკა კობალაძის საქმეს და წერს:

 

„ახლა გაიარა ემოციებმა და ცივ გონებაზე მინდა დავწერო: წარმომიდგენია, რა გაბრაზებული იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ორი დღე ატყუებდა მისივე დანიშნული კადრები თბილისის პოლიციიდან, ატყუებდნენ, რომ პოლიციის თანამშრომლები არ შესულან კოკა კობალაძის ოჯახში და არ უცემიათ. მინისტრსაც ტყუილი ინფორმაცია გაავრცელებინეს! მე თუ მკითხავ,  გაბრაზებულ გულზე ყველა ერთმანეთს უნდა მიაყოლოს! მინისტრს ატყუებდნენ და ჩვენ რას გვიზამენ ესენიიი, ჩვენ რომ ბოლომდე არ გვეაქტიურა, ამასაც მიფარცხავდნენ! მინდა ბატონ მინისტრს ვუთხრა, რომ ბევრი მაქვს მოსაყოლი მისთვის, ვინ ვინაა და ჩემზე კარგად ბევრმა არ იცის, რა ხდება კულუარებში, მოვა ამის დროც, ყველა თვითონ იტეხს მოსატეხ კისერს,“ წერს ნინო ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge