Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:46 12.07.2018
გახდება თუ არა წულუკიანი "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი?

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში", შე­საძ­ლოა, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა აგორ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი "გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშ­ლად", შე­საძ­ლოა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იქ­ცეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში წუ­ლუ­კი­ა­ნის დარ­ჩე­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას არ მა­ლავს და მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ბახ­ტა­ძეს აკის­რე­ბენ. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტზე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის დარ­ჩე­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე: "პრე­მი­ე­რის გა­და­სა­წყვე­ტია, რო­გორ და რა კუ­თხით გა­მო­ი­ყე­ნებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს. წუ­ლუ­კი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­გა­ნი არ გახ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, რომ ეს არის მთლი­ა­ნად გუნ­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­მა მთლი­ა­ნად მთვა­რო­ბამ აიღო", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ჭი­ჭი­ნა­ძემ.

 

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, წუ­ლუ­კი­ა­ნი, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვა­ლი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი გახ­დეს.

"ბახ­ტა­ძის ხედ­ვე­ბი ეკო­ნო­მი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ბიზ­ნეს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის მთლი­ა­ნო­ბა­ში მი­სა­ღე­ბი იყო. ამ კუ­თხით აარ­ჩია ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში, მე ამ ხალ­ხის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, ამი­ტომ წი­ნას­წარ ვერც ზედ­მე­ტად სკეპ­ტი­კუ­რი ვიქ­ნე­ბი და ვერც - ზედ­მე­ტად ოპ­ტი­მის­ტი. თუმ­ცა, თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოყ­ვა­ნი­ლი არი­ან მთავ­რო­ბა­ში იმი­სათ­ვის, რომ ბახ­ტა­ძის ხედ­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, ეს მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. და­ნარ­ჩე­ნი მოქ­მე­დე­ბა­ში უნდა შე­ვა­ფა­სოთ", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

 

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე ის არის, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში სწრა­ფად შე­დე­გე­ბი ვერ მი­ი­ღე­ბა.

 

"სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწრა­ფი შე­დე­გე­ბი სჭირ­დე­ბა რა­ღაც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და აქ ჩნდე­ბა უკვე პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ფი­გუ­რას უკავ­შირ­დე­ბა. მე შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის დე­მო­ნი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნო, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ნდო­ბა და ეს და­ბა­ლი ნდო­ბა უკავ­შირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ფაქ­ტორს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ზუს­ტად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ეძ­ლო სწრა­ფი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა იმის­თვის, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში სო­ლი­დუ­რი, კარ­გად გათ­ვლი­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის კომ­ფორ­ტი ჰქო­ნო­და. მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გა - არ თუ ვერ გა­უშ­ვა წუ­ლუ­კი­ა­ნი სახ­ლში და ეს სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის შემ­ცვე­ლია სა­მო­მავ­ლოდ თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. თუ პო­ლი­ტი­კას აქვს ორი ინ­სტრუ­მენ­ტი - პური და სა­ნა­ხა­ო­ბა - და პურს შენ სწრა­ფად ვერ აძ­ლევ ხალ­ხს, სა­ნა­ხა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სწრა­ფი რე­ფორ­მის და­წყე­ბით, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა რჩე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, წუ­ლუ­კი­ა­ნი მო­მა­ვა­ლი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

 

ანა­ლი­ტი­კოს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს სე­რი­ო­ზულ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში არ გა­და­იზ­რდე­ბა:

"არა მგო­ნია მი­ნის­ტრად წუ­ლუ­კი­ა­ნის და­ტო­ვე­ბამ „ოც­ნე­ბა­ში“ დიდი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცე­ებს სურ­დათ მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა, თა­ვი­ან­თი კად­რიც ეყო­ლე­ბო­დათ, მაგ­რამ ეს არ არის ისე­თი სა­კი­თხი, რო­მელ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი და­პირსპი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ამ ეტაპ­ზე მა­ინც. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ კი შე­საძ­ლოა და­ი­წყოს, მაგ­რამ ასე­თი რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. ახლა ძი­რი­თა­დად „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა ჯგუ­ფი ერ­თო­ბა­ში თუ ცალ-ცალ­კე და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხით. „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ არ­სე­ბო­ბენ ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი და ეს ჯგუ­ფე­ბი იბ­რძვი­ან იმის­თვის, რომ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო სია და­ა­კომ­პლექ­ტონ. ვინ დარ­ჩე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, აი ამა­ზე მი­დის პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა ან გაძ­ლი­ე­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს წუ­ლუ­კი­ა­ნის წას­ვლა, ისე­ვე რო­გორც წინა აჟი­ო­ტა­ჟი, სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­რონ.

იქ­ნე­ბა ხმა­უ­რი, მაგ­რამ ამას არ მოჰ­ყვე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა. ეს „ოც­ნე­ბის“ ერ­თი­ა­ნო­ბას ვერ და­არ­ღვევს - სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბაც დარ­ჩე­ბათ და სა­კონ­სტი­ტუ­ცი­ოც. თუ 76 დე­პუ­ტა­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს „ოც­ნე­ბა­ში“ ერ­თი­ა­ნო­ბას, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მთავ­რო­ბას და­ა­კომ­პლექ­ტე­ბენ უპ­რობ­ლე­მოდ, ამის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ“, - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

 

ფი­ლო­სო­ფოს ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლის აზ­რით კი, წუ­ლუ­კი­ან­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ამი­ტომ თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ავ­ტო­რი­ტე­ტის გამო ამა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას აღარ გა­მოთ­ქვა­მენ.

"გახ­დე­ბა თუ არა წუ­ლუ­კი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის რა­ი­მე მი­ზე­ზი, ამის თქმა ძნე­ლია, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მისი დარ­ჩე­ნა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას სურ­ვი­ლი. ამი­ტომ სა­ეჭ­ვოა, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. შე­ე­გუ­ე­ბი­ან და გა­ჩერ­დე­ბი­ან, რად­გან ივა­ნიშ­ვილს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წე­ვენ. მათ­თვის იგი სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს," - უთხრა AMBEBI.GE-ს ფი­რა­ლიშ­ვილ­მა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge