Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:18 12.07.2018
„აი ეს გახლავთ ნიჭიერი და კარგი პოეტი კოკა კობალაძე, რომელიც წუხელ საკუთარ სახლში პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა ცემეს!“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა პოეტის კოკა კობალაძია ფოტოს და ლექსს აქვეყნებს და წერს: 

 

„აი ეს გახლავთ ნიჭიერი და კარგი პოეტი კოკა კობალაძე, რომელიც წუხელ საკუთარ სახლში პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა ცემეს! აი რას წერს ნარკომანებზე, როგორი ლექსი აქვს!

 

ლექსი ნარკომანებს...

წუთით წყდები რეალობას, მაგ სიცოცხლის ნაცვლად.
ერთი აბი, მცირე დოზა გიღირს მშობლის გაცვლად
სინამდვილეს გაურბიხარ - ჰყიდი იაფ ფასად
ლომკებს შორის ინტერვალით წუთებს აქცევ ნაცრად
ბოლოს, შენი სისხლით მტერი, შემოგყურებს საწყლად
ქართულ ვენებს წამლით ალპობ და გესმევა დაღად
ნდობას კარგავ, სიტყვის ფასსაც, თუ მოგსვლია აზრად
ერთსაც გეტყვი, თუკი ილტვი, პიროვნების გაზრდად
შეებრძოლე ღმერთთან ერთად, რწმენა ჰპოვე ფარად!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge