Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:21 12.07.2018
„ჩემ შვილს სახლში შეუვარდა უვიცი პოლიცია, სიკვდილის პირას მიიყვანეს ცემით და უგონო მდგომარეობაში მყოფი მარტოდმარტო მიაგდეს, რატოოოომ?“

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ეს ინფორმაცია პირველად დაზარალებულის დედამ გაავრცელა სოციალური ქსელით: „არასოდეს წარმომედგინა თუ ამ დღეში აღმოვჩნდებოდი 21 საუკუნეში, როცა ყოველთვის ვამაყობდი ჩემი შვილით და დღეს ჩემი საამაყო უნიჭიერეს, უპატიოსნეს, უკეთილშობილეს შვილს სახლში შეუვარდა უვიცი პოლიცია, სიკვდილის პირას მიიყვანეს ცემით და უგონო მდგომარეობაში მყოფი მარტოდმარტო მიაგდეს ღვთის ანაბარა, რატოოოომ? რისთვიიიის? გამეცით ვინმემ პასუხი გაგიჟებული დედა ვწერ!!!!!“, წერდა ექიმი თათა დავითულიანი. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა უწყებამ უკვე დაიწყო, გამოძიებას კი, პროკურატურა დაიწყებს. არსებული ინფორმაციით, 20 წლის კოკა კობალაძე ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ექიმის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას სახეზე ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და მონიტორინგის მიზნით ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge