Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:58 12.07.2018
"კიდევაც ყოჩაღ ქართველებს, რომ პუტინის სურათით ხელში არ დარბიან!" - მალხაზ თოფურია

ბლოგერი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში წერს:

 

"რუსული პროპაგანდა ბობოქრობსო!


ისეთი წამოგვაძახეს დედიკომ და მამიკომ, რუსული სკოლა რომ დაამთავრებინეს, კომკავშირის მდივანი რომ იყო, მერე მოქკავშირის მერე - პუტინის "სევდიანი თვალების" იმედად ტერიტორიები რომ მოგვისწორა, თავის ბიზნესი მოსკოვში რომ აქვს თან მშიერ გლეხს თითს რომ უქნევს შენი ვაშლი ამერიკაში გაყიდეო...((



"რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად" ევროპის სახალხო პარტიამ გამხმარი ნეხვივით დაშლილი "დემოკრატიული სადისტების" ერთიანობის კომუნიკე გამოგვიცხო. მკვლელობების შემსრულებელ - პროპაგანდისტი აქეთ იქიდან ამოიყენა....და ესაა ევროპაო გვამცნო! ხო რითი დავიწყე? რუსული პროპაგანდა ბობოქრობს საქართველოშიო!


დიახაც ბობოქრობს! მკვლელს და მანიაკს ევროპულ ღირებულებას რომ დაარქმევ, არა თუ იბობოქრებს, კიდევაც ყოჩაღ ქართველებს, რომ პუტინის სურათით ხელში არ დარბიან, კარგად მესმის ევროპს სახალხო პარტიის ჩატიკნული ვირთხების, სააკაშვილის დროს საქართველოს უშიშროების საბჭოს 25 მილიონიანი ბიუჯეტი მათი ვილებისა და აგარაკების მშენებლობებს რომ ხმარდებოდა რაღაც არაფრის მომცემ სისულელეების ბჟუტურში, რომელსაც კურიერის გარდა არავინ ახმოვანებდა და მოსახლეობაზე შიდა ზეწოლის იარაღად უფრო გამოიყენებოდა ვიდრე საერთაშორისო ასპარეზეე, ისაც მესმის ამჯერად რას აღარ პირდება სააკაშვილი მათ "ტახტის" დაბრუნების სანაცვლოდ...


შედეგი ერთი დგება, მიშა ტახტზე ვერ დაბრუნდება, რუსული პროპაგანდა კი აშკარად მძვინვარებს ევროპის სახალხო პარტიის ხელების ფათურით."
- წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge