Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:14 12.07.2018
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს

ნატო-ს ლიდერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში. 



“ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ამ რეგიონების მილიტარიზაციას, ასევე სხვა ქმედებებს, როგორიც არის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური საზღვრისმაგვარი შეფერხებების აგება ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიურ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთო-სა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების პრინციპებს. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კეროდ, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების მიღება. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველო ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმევას და ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთს იგივე გააკეთოს. ასევე მივესალმებით საქართველოს ახალ სამავიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთში და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება. ნატო-ს წევრები მხარს უჭერენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა ხელშესახები შედეგების მიღწევა მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მიზნით”, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge