Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:30 12.07.2018
„მკვლელობის მოტივი, რაც ბრალდებამ დაასახელა, იმდენად აბსურდულია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძე აცხადებს, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს მყარი არგუმენტები არ გააჩნია:

 

„ვესწრები სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესს. ბევრი საინტერესო და ჩემთვის აქამდე უცნობი დეტალი გამოიკვეთა:

1) ბრალდებას არ აქვს არც ერთი მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის მიერ ადვოკატების საქმეში ჩართვამდე მიცემული ჩვენებისა;

 

2) როგორც ჩანს (არც ბრალდება უარყოფს), გარდა საჯაროდ ცნობილი გარემოებებისა, ბრალდებულმა სხვა ინფორმაციაც მიაწოდა გამოძიებას, რაც დაკითხვის ოქმებში საერთოდ არ დევს;

 

3) მოტივი, რაც ბრალდებამ დაასახელა მკვლელობის მიზეზად, იმდენად აბსურდულია რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს (რაიანმა შენიშვნა მისცა თოფი ფრთხილად დაიჭირეო და ბრალდებული იმდენად განრისხდა, რომ მამის და შვილის მოკვლის განზრახვა გაუჩნდა).

 

4) ბრალდებული არ აღიარებს ბრალს.

 

პ.ს. პროკურორმა განაცხადა, რომ აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობის საქმე მათთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge