Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:10 11.07.2018
ნატო მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას

ნატო მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას, - ამის შესახებ ნათქვამია ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებასა და სოლიდარობაზე ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბრიუსელიდან იტყობინება, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა “აძლიერებს ალიანსს და ხელს უწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას”. 


დეკლარაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რუსეთი გამოწვევას წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისთვის. “ეს ხდება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზებით, მათ შორის ყირიმის არალეგალური ანექსიით. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ეწევა პროვოკაციულ სამხედრო საქმიანობას და ცდილობს შეარყიოს ჩვენი ინსტიტუტები და უთანხმოება დათესოს”,- აღნიშნულია დეკლარაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge