Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:49 11.07.2018
"ეს ამერიკელი, ჯეიმს ბონდზე უფრო ნაკაჩავებია და როგორ მოერია ერთი ლტოლვილი, თითქმის უწლოვანი, მშიერი, დაქირავებული და ნიადაგ წანწალში დაღლილი მწყემსი?
ქართლოს მარჯანიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"...ამ ფოტოებზე რასაც ვხედავ, ეს ამერიკელი, ჯეიმს ბონდზე უფრო ნაკაჩავებია და როგორ მოერია ერთი ლტოლვილი, თითქმის უწლოვანი, მშიერი, დაქირავებული და ნიადაგ წანწალში დაღლილი მწყემსი ან ჯანით, ან გონით ამ ჯან-ღონით სავსე ათლეტური აღნაგობის კაცს....


ანდა , კონფლიქტი თუ წარმოიშვა, ქალს და კაცს, ცოლ-ქმარს ერთად როგორ მოერეოდა?!...


(ღმერთმა დაწყევლოს, კალინინგრადში მოცელილი მუჟიკის ცოლი რომ შემახტა ზურგზე და ჩამაფრინდა თმებში, (მაშინ ქოჩორი მქონდა), დღეაც მახსოვს)...
?!....


კიდევ ვამბობ...

....ვისაც ქართველობის რცხვენია, იმას მიზეზი და საბაბი არ სჭირდება, ის ეგრეა დარიგებული და ხელფასს მაგაში იღებს, რომ ქართველობის რცხვენოდეს... 


მაგრამ, თქვენ რა მოგივიდათ, მართლა ვინც ვიცი, რომ ქართველები ხართ და სამშობლო გიყვართ?!....


....დაველოდოთ მაინც გამოძიებას, მაგრამ, თუ ისეა საქმე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ის მწყემსი უბრალო მსხვერპლია და იქ მე ან თქვენ რომ გაგევლოთ , მის ადგილას დამნაშავე ჩვენ ვიქნებოდით...."
- წერს იგი. 
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge