Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:50 11.07.2018
"ღმერთმა თავი ბალიშზე დასადებად ხომ არ მოგვცა, ან კისერში წვიმის წყალი რომ არ ჩაგივიდეს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი მეგი გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ  გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ხალხო, რა აქა - იქა კედლებს ეხეთქებით ზოგიერთები , რომ რაღაც ჭორი ამოიკითხოთ სადმე და მერე წიაღსვლებში წახვიდეთ? ღმერთმა თავი ბალიშზე დასადებად ხომ არ მოგვცა მხოლოდ ან კისერში წვიმის წყალი რომ არ ჩაგივიდეს იმისთვის ხომ არ გვაბია, არა? 


გაეშვით ამ ფბ-ს , გაიხედეთ გარეთ , მიმოიხედეთ ირგვლივ და აღმოაჩენთ, რომ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მარტო ვართ ივანიშვილის პირისპირ ჩვენ და მიშას ენმ!


ცოტა შეფხიზლდით , არაფერი დაიჯეროთ არავისი, სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავთ და ყურით არ მოისმენთ, ოლიგარქის ოცნებას არ სძინავს. მას ახლა მხოლოდ მიშას პარტიის მხარდამჭერების ერთიანობა აშინებს და სამოქალაქო აქტივის გაერთიანება , რამაც საბოლოოდ უნდა დაანგრიოს ოლიგარქის ოცნება!"-წერს მეგიგოცირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge