Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:12 11.07.2018
მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. საბჭოს წევრებმა თადუმაძე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 12 არც ერთის წინააღმდეგ შეარჩიეს. 


კენჭისყრა ფარულად გაიმართა.


საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან 13 ესწრებოდა, აქედან კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის მინისტრმა.
შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი.

მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატიდან ერთმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა. შესაბამისად, მთავარი პროკურორობის კანდიდატები იყვნენ შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge