Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:30 11.07.2018
"სმიტეების ოჯახს აშშ-სადმი მტრულად განწყობილმა სპეცსამსახურებმა ხომ არ მოუღეს ბოლო?" - მალხაზ გულაშვილი

მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, სოციალურ ქსელში, სმიტების ოჯახის ტრაგედიის საქმეს ეხმაურება:

 

 

"კარგად მახსოვს, ფრედ ვუდროფის აუხსნელი მკვლელობა საქართველოს სამხედრო გზაზე. მერე აღმოჩნდა, რომ ცერეუს რეზიდენტი იყო და იკვლევდა ნარკოტრასას, ამის გამო მოკლეს. თუმცა მისი მკვლელობა, ასევე მთიულ კაცს ჯღამაიძეს დააბრალეს და კარგა ხანს აყურყუტეს ციხეში.


ახლაც იგივე ამბავი ხომ არ ხდება ნეტავ? ეს სმიტების ოჯახიც, რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო დავალებით ხომ არ იყო აქ მოვლინებული და შესაბმისად, უცხო აშშ-სადმი მტრულად განწყობილმა სპეცსამსახურებმა ხომ არ მოუღეს ბოლო და ამ საწყალ მთიულს ხომ არ აბრალებენ ნეტავ?!


უბრალოდ ვფიქრობ და თქვენც გაგიზიარეთ!" - წერს გულაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge