Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:15 11.07.2018
კაილების დაბადებამდე ლორა და რაიან სმითებს შვილი დაეღუპათ
სმითების ოჯახმა საქართველოში ჩამოსვლამდე ტრაგედია გადაიტანა. მათ მცირეწლოვანი შვილი დაეღუპათ.


საქართველოში გადმოსახლებული, ხალიჩების ქსოვით დაინტერესებული რაიანი მაშინ ლეილა სულეიმანოვასთან საქსოვი დაზგის სათხოვნელად მივიდა. აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის თავმჯდომარეს მან შეხვედრისას უთხრა, რომ ტრადიციული საქმის აღორძინება ტრაგედიის გადატანაში ეხმარება.


„მახსოვს მაშინ რომ შევხვდით შავებში დადიოდა. დაზგებს ეძებდა იმისთვის, რომ სოფელ იორმუღანლოში ხალიჩების მქსოველებისთვის ძველი ხელნაკეთი მოწყობილობები შეეცვალა. მე ხალიჩების ქსოვის სწავლების პროექტი დავასრულე და ხუთი დაზგა დამრჩა, საიდანაც ოთხი მივეცი. მაშინ მითხრა, რომ შვილი დაეღუპა.“ -იხსენებს ლეილა.


მისი დედა მარნეულში იმ ბაღის გამგეა სადაც სმითების შვილი კაილები დადიოდა. ლეილა ამბობს რომ ლორა ძალიან ყურადღებიანი მშობელი იყო.
კაილები მარნეულის #4 საბავშვო ბაღის აზერბაიჯანულენოვანი ჯგუფის აღსაზრდელი იყო. როგორც მისი მასწავლებელი იხსენებს, ლორა კაილების ჯგუფს კვირაში ორჯერ ინგლისურის გაკვეთილებს უტარებდა, ასწავლიდა სიმღერებს და დილაობით ავარჯიშებდა. ამ ყველაფერს როგორც მოხალისე აკეთებდა. აინურა ელჩიევა ყვება, რომ სმითები შვილისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდნენ, არასოდეს ტოვებდნენ ბავშვს ბაღში მისი ნების საწინააღმდეგოდ.
ავტორ(ებ)ი : http://marneulifm.ge