Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:05 10.07.2018
კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ინიშნება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრი კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ინიშნება. როგორც ცნობილია, რეფორმირებულ მინისტრთა კაბინეტში ეს სტრუქტურა აღარ იქნება და იგი იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება. საზოგადოება კახა კახიშვილს მთავარი პროკურორის პოსტზე მოიაზრებდა, მაგრამ როგოც ცნობილია, იგი კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა, რასაც გარკვეული პროტესტი მოჰყვა. თუმცა აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობაში მას უფრო მაღალ პოსტს შესთავაზებენ.

 

დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ინიშნება.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge