Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:30 09.07.2018
„აზროვნების ეკოლოგია“ – გზა, რომელიც კაცობრიობის გადარჩენის კვალდაკვალ გადის

დედამიწაზე საუკუნეების ცვლამ და  ადამიანის განვითარებამ უამრავი  საზრუნავი თუ პორბლემა გააჩინა. გლობალიზაციამ, ტექნიკის განვითარებამ შცვალა ადამიანის გონება და ვირტუალურ სამყაროს მიაჯაჭვა.  მრავალი სუკუნის განმავლობაში, ადამიანები ერთმანეთს ამა თუ იმ ტერიტორიის გამო ებრძოდნენ, რასაც ათასობით და ათიათასობით სიცოცხლე ეწირებოდა. დღესდღეობით, კი ბრძოლის ამ მანერამაც სახე იცვალა. ამჟამად, ადამიანების  სიცოცხლეს ტერორიზმი, ნარკომანია, შიდსი, სიღატაკე და შიმშილი ემუქრება. ამ პრობლემებს უკვე დიდი ხანია ებრძვიან მსოფლიოს დიდი და განვითრებული ქვეყნები, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

 

სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი? რატომ ხდება ასე? ვინ არის დამნაშვე? რა გამოსავალი არსებობს? სად უნდა ვეძებოთ ამ კითხვებზე პასუხი?


ნიაზ ბოლქვაძის წიგნი „აზროვნების ეკოლოგია  - კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება“ სწორედ ზევით დასმულ შეკითხვებს ნათლად და არგუმენტირებულად პასუხობს.


რელიგიის თემა - რწმენა ღმერთისადმი, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რომელზეც დამოკიდებულია სულიერად მდიდარი, ზნეობრივად მტკიცე ადამიანის აღზრდა და ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყყველა რელიგია საკუთარ მრევლს სიკეთისკენ მოუწოდებს, ბოლო წლების მანძილზე, ამ ნიადაგზე წარმოშობილმა კონფლიქტებმა კაცობრიობა III მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენა. დაძაბულობა ყოველდღიურად მატულობს. წიგნის ავტორი კი გამოსავალს გვთავაზობს, რომ ცვლილებები რელიგიურ მსოფლმხედველობაში განათლების გიზით უნდა მოხდეს. კაცობრიობის მთავარი მტერი კი, როგორც ავტორი ფიქრობს, თვით ადამიანია და მისი აგრესიული ბუნება. ცივილიზაციის სწრაფი ტემპით განვითარებამ კი შეძლო და სულიერი კულტურა გაანადგურების გზაზე დააყენა.


წიგნის - „აზროვნების ეკოლოგია  - კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალების“  და საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ  „ჯორჯიან თაიმსს“ ნიაზ ბოლქვაძე ესაუბრა:


ავტორის შესახებ

ნიაზ ბოლქვაძე-მწერალი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე. არის 8 წიგნის, 50-ზე მეტი  მეცნიერული ნაშრომის და 500-ზე  მეტი პუბლიცისტური სტატიის ავტორი საქართველოსა და უცხოურ გამომცემლობებში. მისი წიგნები ითარგმნა ინგლისურ, რუსულ და სხვა  ენებზე.


1999-2005 წლებში იყო ბაშკირეთის რესპუბლიკაში ქალაქ უფაში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ეროვნული კულტურის ცენტრის, ქართველთა სათვისტომოს დამაარსებელი და პრეზიდენტი, ამჟამად საპატიო.


2006 წლიდან დღემდე არის აჭარის მამულიშვილთა კავშირის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.


სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიების წარმომადგენელთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის ბაშკირეთის რესპუბლიკის ღვაწლმოსილ ადამიანებთან ერთად 2002 წელს  დასახელებული იყო ,,წლის ადამიანად. 2005 წლიდან არის ფილოსოფოსთა საზოგადოების წევრი. 2008 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ცხოვრობს ქალაქ ბათუმში.  ეწევა აქტიურ სამწერლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას


„აზროვნების ეკოლოგიის“ შექმნის იდეა

აღნიშნული თემით, 27 წლის ასაკში დავინტერესდი.  საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მთავრდებოდა ათეისტური ეპოქა.  ბათუმიც, მოგეხსენებათ სპეციფიკური რეგიონია, სადაც, როგორც ქრისტიანი, ასევე, მუსლიმი საზოგადოებაა წრმოდგენილი. როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, აჭარის მოსახლეობა საფიქრალის წინაშე დადგა, რადგან, ხალხი უბრუნდებოდა რწმენას.  აჭარის მოსახლეობა, ზოგი  უძველეს წინაპართა სარწმუნოების თანახმად ქრისტიანულად ინათლებოდა, ზოგი კი  მეჩეთსა და ისლამურ სარწმუნოებას უბრუნდებოდა. ამ დროს, მე, ახლაგაზრდა კაცმა, ღმერთს შევთხოვე, - ,,მინდა ვიყო მორწმუნე, მაგრამ მინდა ვიყო განათლებული მორწმუნე“ - მეთქი. 1989 წლიდან კი უკვე დავიწყე  ამ თემაზე  ფიქრი. ეს პერიოდი იყო ჩემი აქტიური ფილოსოფიური მოღვაწეობის დასაწყისი. თავდაპირველად, დავიწყე მსოფლიოს ბრძენთა ნააზრევთან გაცნობა.  ერთ-ერთი ნაშრომი მაქვს, რომელზეც, 20 წელზე მეტია ვმუშობ - „სიბრძნის უკვდავება“ ჰქვია, რომელიც  წიგნად გამოიცემა. ასევე, პარალელურად, დავიწყე ტრადიციული რელიგიების,  საღვთო ლიტერატურის   ბიბლიის, ყურანის შესწავლა,  იუდაიზმისა და ბუდიზმის  მთავარი პრინციპების გაცნობა. ნაშრომში ყურადღება გამახვილიებული მაქვს ძირითად მსოფლიოს ტრადიციულ რელიგიებზე.


„აზროვნების ეკოლოგიის“  ძირითადი სათქმელი

ბუნებით მორწმუნე ადამიანი ვარ და თავიდანვე, მსოფლიოს რელიგიებით დავინტერესდი.  როდესაც ვეცნობოდი საღმრთო წერილებს, დავინახე, რომ რელიგია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. საერთოდ, ინდივიდის ქცევის მარეგულირებელი სწორედ, რომ რელიგიაა. დავინახე, რომ ბიბლია, ყურანი და სხვა  საღმრთო წერილები, ყველა  სიბრძნესა და სიკეთეს გადმოსცემს.   ვხედავთ, ის, ასევე, დიდი ბოროტების სათავე - დაპირისპირებებისა და უბედურებების მიზეზიცაა, რასაც- თუნდაც, სირიის მაგალითზე  ვხედავთ.


ჩემთვის, ეს საკითხი ამ მხრივ კიდევ უფრო საინტერესო გახდა, - თუკი რელიგია სიბრძნესა და სიკეთს გადმოსცემს, მაშინ რატომ ხდება იგი ბოროტებისა და უბედურების სათავე? სად არის ლოგიკა? ასევე ვხედავთ, რომ ყოველი რელიგიური კონფლიქტი, კაცობრიობის ისტორიაში რაც ყოფილა, ხშირად  რელიგიის ლიდერთა ან პოლიტიკოსების მიერ თავისი გავლენის გასაფართოებლად იყო გამოყენებული.


კვლევის პროცესში დავინახე, რომ ყოველ რელიგიას თავისი თეოლოგი ჰყავს. მაგრამ, ისინი მხოლოდ  თავის ერთ კონკრეტულ რელიგიის ჭეშმარიტებას  ამტკიცებენ. აქედან გამომდინარე, ისინი ობიექტურები ვერ იქნებიან სხვა რელიგიის მიმართ. ამიტომ, ამ საკითხის გარკვევა დამოუკიდებელი ფილოსოფოსის კომპეტენცია იყო, რომელიც შორიდან დააკვირდებოდა მოვლენებს და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, გააკეთებდა ობიექტურ დასკვნას.  ამ პასუხისმგებლობას  როგორც ჩანს, ღვთის წყალობით გავართვი თავი. საკითხის გაცნობისას, ხშირად შევდიოდი ჩიხში. წლეების მანძილზე რიგითი მრევლიდან დაწყებული, პატრიარქების ჩათვლით,- ყველას ვხვდებოდი. შემდეგ, უკვე საერთო დასკვნა გამომქონდა.


კვლევის პროცესი

კვლევის დროს დავინახე, რომ კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა ეპოქებში,  სხავდასხვა ქვეყნის მოაზროვნეები,  ფილოსოფოსები დაინტერესებულები იყვნენ ამ საკითხებით, - თუ როგორ მოეგვარებინათ რელიგიათა შორის ურთიერთობის საკითხი, ასევე, რელიგიის შიგნითაც, სადაც  არის  დაპირისპირებები. როგორც ისინი თავის დროზე, მეც იმ დასკვანმდე მივედი:  „ყველა რელიგია ერთი და იმავე პრინციპზეა დაფუძნებული“.


კონკრეტულად ორი პრინციპი მაქვს გამოხატული. ყველა რელიგია ეფუძნება მთავარს:

1. რაც არ გინდა შენთვის, ნუ უსურვებ სხვას.

2. იყავი სამართლიანი და  სიკეთე თესე.


ეს არის ორი მთავარი საფუძველი, რაზეც ყველა ტრადიციული რელიგიაა დაფუძნებული. მათ თავიანთ ხალხში  საუკუნეების განმავლობაში თავიანთი უნიკალური  კულტურა  და ამოუწურავი სიბრძნის მარაგი შექმნეს და სხვადასხვა გზებით მიდიან ერთი ღმერთისაკენ. დავრწმუნდი იმ ჭეშმარიტებაში, რაც მანამდე სხვა ფილოსოფოსებმა გაიგეს. მაგრამ, სამწუხაროდ ისინი წავიდნენ სხვა მიმართულებით, არასწორი გზით. მაგალითად, ასე - თუ ყველა ტრადიციული რელიგია ერთსა და იმავე პრინციპზეა დაფუძნებული, ერთსა და იმავეს ქადაგებს, მაშინ, უნდა იყოს ერთი რელიგია, რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირებები. ეს მცდარი გზა იყო, უტოპიური. მაშინ, ქრისტიანულმა, მუსლიმანურმა ან სხვა რელიგიამ  უნდა დათმოს თავისი პოზიციები სხვის სასარგებლოდ,  ან - პირიქით, რაც წარმოუდეგენელია. სწორედ ეს იწვევს დაპირისპირებებს.  ყოველი რელიგია  თავის თავს მიიჩნევს ჭეშმარიტად, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი და დანარჩენი მცდარ გზას ადგას.


როდესაც  ეს ჭეშმარიტება დავინახე, ვიფიქრე, რომ მაინც ჩიხში ვარ,  ყველა ერთსა და იმავეს ქადაგებს, ერთნაირი პრინციპები აქვთ, მაგრამ გაერთიანება შეუძლებელია. აქედან მოდის ეკუმენისტური მოძრაობა-ყველა რელიგიების გაერთიანება ერთ რელიგიად.  გაერთიანება კი შეუძლებელია,  ასე გაგრძელებაც  აღარ შეიძლება... მაშინ რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი? დაპირისპირებისთვის? კაცთა მკვლელობისთვის? რა თქმა უნდა, არა! ღმერთმა ადამიანი სიყვარულისთვის და სიკეთისთვის შემქნა, რასაც ყველა რელიგია აღიარებს. მინდა აღვნიშნო, რომ თუკი ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის კარგი ურთიერთობაა, ეს მხოლოდ ამ ქვეყნის მეთაურთა, და რელიგიის წინამძღოლთა  ბრძნული პოლიტიკის შედეგია, სადაც ეს სიბრძნე ვერ უპირატესობს, იქ ვხედავთ დაპირისპირებებს,ტერორს და ა.შ.


წიგნის განსხვავებული სახელწოდება - „აზროვნების ეკოლოგია კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალებაა“


როდესაც ამ საკითხზე მუშაობა დავიწყე, წარმოიდგინეთ, ნაშრომი სრულდება, გამოსავალს პოულობ და სათაური კიდევ გასარკვევია. სინამდვილეში ამ სათაურის მნიშვნელობით ვსარგებლობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ მოიაზრებოდა.


გაეროს მასალებს გავეცანი. 2004 წელს, გაერთიანებული ერების გენერალურმა მმართველმა კოფი ანანმა მოიწვია მსოფლიოში გამოჩენილი მოღვაწეები, რომლებიც ბრძენი კაცების სახელით იყვნენ ცნობილი, 15 ქვეყნის წარმომადგენელი და თხოვა: წარმოედგინათ მათი შეხედულებები, - თუ რა საფრთხეები ემუქრება თანამედროვე კაცობრიობას. მათ წარმოადგინეს 6 მთავარი საფრთხე, რაც კაცობრიობას გარდაუვალი დაღუპვას უქადის, თუ არ  იქნება შესაბამისი ზომები მიღებული. ამ საფრთხეებიდან ერთ-ერთი სამყაროში არსებული ეკოლოგიური პრობლემებია. ასევე, თერმობირთვული კატასტროფების საშიშროება, ნარკომანია, შიდსი, რელიგიური დაპირისპირებები,   აქედან გამომდინარე ტერორიზმი, დევნილთა ნაკადი, შიმშილი, სიღატაკე, ქვეყნებსა და ქვეყნის შიგნით არსებული ორგანიზებული დანაშაული. აქედან კი ყველაზე მთავარი არის,  რელიგიური დაპირისპირებები, ტერორიზმი, რომლებსაც შეუძლია, რომ გამოიწვიოს დანარჩენი ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საფრთხეები. ყველა ეს საფრთხე კი თვით  ადამიანებისგან გამომდინარეობს. აქედან მებადება კითხვა - ბუნებაში როგორ გადაწყდება ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც ადამიანისგან გამომდინარეობს, თუ თვით ადამიანის გონება არ იქნება ეკოლოგიურად სუფთა?! როგორ ავიშოროთ თავიდან დაპირისპირებები, რაც უცოდინარობის  საფუძველზე  ფანატიზმით არის გამოწვეული.?!  ყოველგვარი უბედურების სათავე თვით რელიგიებშიც, უცოდინრობაა. ამიტომ, უპირველესად ადამიანის გონება უნდა იყოს მოწესრიგებული და ეკოლოგიურად სუფთა, რომ არ ჰქონდეს პრობლემები. ეს კი ხდება სიხარბით, სიძუნწით, მომხვეჭელობის სურვილით, უზნეობის პროპაგანდით  და ა.შ.  რამაც ავხორცობით დაფარა ადამიანთა გონიერება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აზროვნების ეკოლოგია კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალებაა.

 

გაგრძელება იხილეთ ბმულზე - მეორე ნაწილი

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge