Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:12 08.07.2018
„საპარტნიორო ფონდს ფინანსურად უჭირს, კი არ ვწუწუნებთ, მაგრამ ასეა“

საპარტნიორო ფონდს ფინანსურად უჭირს, ამის შესახებ ,,ანალიტიკას“ ეთერში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, შედეგები რაც ამ უწყებამ თავისი მუშაობით მიიღო, ძალიან შთამბეჭდავია. 

,,ჩვენი შემოსავლები ძალიან შეზღუდულია, იმ ფონზე რომ ჩემი მისვლის დროს დამხვდა ძალიან დიდი კრედიტები, რომელიც საპარტნიორო ფონდს ჰქონდა აღებული საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. ჩვენ რა თქმა უნდა ფინანსები გვიჭირს, თუმცა ყველაზე კარგ მაგალითს გეტყვით, რითაც შეიძლება შეფასდეს საპარტნიორო ფონდის საქმიანობა: სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო პროექტებში ჩადებულ ყოველ ერთ დოლარზე, ფონდმა 8 დოლარის გარედან მოზიდვა შეძლო, რაც ფანტასტიურად კარგი მაჩვენებელია. თან ვართ სავალუტო ფონდის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, რადგან ის ჩვენს რისკებს, როგორც სახელმწიფოს რისკებს და ვალდებულებებს აღიქვავს. ასე რომ გვიჭირს, კი არ ვწუწუნებთ, მაგრამ ასეა... „ - განაცხადა დავით საგანელიძემ. 

როგორც საგანელიძე განმარტავს, საპარტნიორო ფონდს ძალიან ბევრი უცხოური საფინანსო ინსტიტუტი სთავაზობს დაბალი საპროცენტო განაკვეთებით დაფინანსებას, რასაც შემდეგ ფონდი საქართველოში სხვადასხვა ბიზნესში ჩადებდა, თუმცა ამ ვალდებულებების აღებას ფონდი ვერ ახერხებს, რადგან ის შეზღუდულია.

 

 

bm.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge