Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:56 07.07.2018
მეგან მარკლის ყვითელმა კაბამ მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკა

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნი­ას მო­რიგ­მა გა­მო­ჩე­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მე­გან მარ­კლის ყვი­თე­ლი, უმკლა­ვო კაბა და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის მთა­ვა­რი სა­სა­უბ­რო თე­მაა.

 

ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მებ­მა კაბა პრინ­ცე­სას­გან ხმა­მა­ღალ გა­ნა­ცხა­დად მი­იჩ­ნი­ეს, რად­გან ბოლო პე­რი­ოდ­ში მარ­კლი ძი­რი­თა­დად ღია ვარ­დის­ფე­რი და კრე­მის­ფე­რი ტან­საც­მლით ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მკვეთ­რი ყვი­თე­ლი კი პირ­ვე­ლად მო­ირ­გო.

 

პრინ­ცი ჰარი და მისი მე­უღ­ლე ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდნენ, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა. მე­გან მარ­კლს ამე­რი­კე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ბრენ­დონ მაქსვე­ლის ყვი­თე­ლი ფე­რის კაბა ემო­სა, რო­მე­ლიც კარ­გად უს­ვამ­და ხაზს მის უზა­დო ფი­გუ­რას.

 

 

სხვა­თა შო­რის, მაქსვე­ლი პოპ-ვარ­სკვლავ ლედი გა­გას საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია და მომ­ღე­რა­ლი ხში­რად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი სა­მო­სით. 36 წლის მე­გა­ნი და 33 წლის ჰარი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გულ­მხურ­ვა­ლედ მი­ე­სალმნენ და არც სა­მე­ფო ღი­მი­ლი და­ი­შუ­რეს.

 

 

express.co.uk-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ისიც კი გა­არ­კვი­ეს, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მო­სი და სამ­კა­უ­ლე­ბი ემო­სა ჰერ­ცო­გი­ნი­ას. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრენ­დონ მაქსვე­ლის კაბა 1500 დო­ლა­რამ­დე ღირს, მა­ნო­ლო ბლან­კის ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მე­გან მარ­კლმა ყვი­თელ კა­ბას შე­უ­ხა­მა 500 დო­ლა­რამ­დე, ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე­ე­ბი კი 500 დო­ლა­რი.

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge